”ბალტიის საერთაშორისო აკადემია” (”ბსა”) და ”საერთაშორისო უნივერსიტეტი მასკი” აცხადებენ მიღებას აბიტურიენტთა მომზადების ცენტრში შემდეგ კურსებზე: • რუსული ენა • ინგლისური ენა • უნარ-ჩვევები
კურსების გავლის შემდეგ აბიტურიენტებს საშუალება ეძლევათ აირჩიონ შემდეგი პროგრამები:
ლატვიაში სწავლების პროგრამა რუსული ენისა და უნარ-ჩვევების ტესტის საფუძელზე აბიტურიენტი ირიცხება ”ბალტიის საერთაშორისო აკადემიაში” და სასწავლად მიემგზვარება რიგაში დასწრებულ ან დაუსწრებელ (დისტანციური სწავლების) სექტორზე. დასწრებული სექტორის სტუდენტები ცხოვრობენ და სწავლობენ ლატვიაში, დაუსწრებელი სექტორის სტუდენტები მხოლოდ 2-2 კვირით წელიწადში ორჯერ ჩადიან რიგაში სასწავლო წლის დასაწყისში და ბოლოს. სწავლების ენებია - რუსული, ზოგიერთ სპეციალობაზე ინგლისური ან ორივე ერთად.
”ბალტიის საერთაშორისო აკადემია” ლატვიაში წამსვლელებს უზრუნველყოფს შენგენის ვიზით, რაც გულისხმობს შენგენის ქვეყნებში თავისუფლად გადაადგილების უფლებას, ანიჭებს ლატვიაში ცხოვრებისა და დამატებით - მუშაობის უფლებას, გარდა ამისა გამოუყოფს ადგილს აკადემიის სასტუმროს ტიპის საერთო საცხოვრებელში.
”მასკი” აბიტურიენტებს თბილიში გაატარებს ტესტირებას და შედეგებს აგზავნის რიგაში. ამის შემდეგ კი ეხმარება მათ ლატვიაში გამგზავრებასთან დაკავშირებულ ყველა საორგანიზაციო საკითხის მოგვარებაში - საჭირო საბუთების შეგროვება და ლატვიაში გაგზავნა, ვიზიტი კონსულთან და ვიზის აღება, რიგაში გაფრენა.
ორი დიპლომის პროგრამა • ბიზნესის ადმინისტრირება • პიარი და მარკეტინგი • ევროპათმცოდნეობა • სამართალამცოდნეობა • ფსიქოლოგია აბიტურიენტი ირჩევს ზემოთ დასახელებული სპეციალობებიდან ერთს, აბარებს ”მასკის” ბაკალავრიატში და ხდება ”მასკის” დასწრებული და ”ბალტიის საერთაშორისო აკადემიის” დისტანციური სწავლების სტუდენტი. კონტრაქტი ფორმდება ცალცალკე ორივე სასწავლებელთან.
”ორი დიპლომის პროგრამა” წარმოადგენს ადგილობრივი და დისტანციური სწავლების ნაზავს. აქ გაერთიანებულია ”ბსა”-სა და ”მასკის” სასწავლო პროგრამები. ”მასკის” სასწავლო პროგრამაში შემავალ საგნებს კითხულობენ ქართველი ლექტორები ქართულ ენაზე, ”ბალტიის საერთაშორისო აკადემიის” პროგრამით გათვალისწინებულ საგნებს ხელმძღვანელობენ ”ბსა”-ს ლექტორები (რუსულ ან ინგლისურ ენებზე). სტუდენტები ინტერნეტის საშუალებით ლატვიიდან მიიღებენ სასწავლო მასალას და იქაურ პედაგოგებთან გაივლიან კონსულტაციებს. გარდა ამისა, აღნიშნული პედაგოგები სემესტრის განმავლობაში ჩამოვლენ საქართველოში და ადგილზე გამართავენ მეცადინეობებსა და სესიებს.
სწავლის დასრულების შემდეგ გაიცემა ორი დიპლომი: ერთი ქართული დიპლომი (”მასკი”), მეორე ევროპული დიპლომი (”ბალტიის საერთაშორისო აკადემია”).
აბიტურიენტს შეუძლია სწავლა დაიწყოს თბილისში და წლის დაუკარგავად შესაბამის კურსზე გადავიდეს ლატვიაში.
სწავლა ”მასკი”-ში თუკი არ გსურთ სასწავლად წასვლა ლატვიაში ან ”ორი დიპლომის პროგრამა”-ზე სწავლა, შეგიძლიათ ჩააბაროთ მხოლოდ ”მასკი”-ს ადგილობრივ პროგრამებზე თბილისში ან ბათუმის ფილიალში შემდეგ ფაკულტეტებზე: 1. სოციალურ მეცნიერებათა (ჟურნალისტიკა, პიარი, საერთაშორისო ურთიერთობები, ფსიქოლოგია), 2. ეკონომიკსა და ბიზნესის მართვის (ტურიზმი, საბანკო საქმე, ბიზნესის ადმინისტრირება, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები) 3. ხელოვნების (ტელე-რადიო გადაცემის წამყვანი, ტელერეჟისურა და ვიდეომონტაჟი, კინოსა და დრამის რეჟისურა, სამსახიობო, საოპერატორო, ფერწერა, დიზაინი), 4. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა (ინგლისური, გერმანული და ქართული ფილოლოგია) 5. იურიდიული (სამართალმცოდნეობა), 6. ინფორმატიკის (კომპიუტერული სისტემები და ქსელები, ინფრომაციული ტექნოლოგიები). მოსამზადებელი ცენტრიდან თქვენ უგამოცდოდ ჩაირიცხებით ”მასკი”-ში.
სხვა უმაღლეს სასწავლებელში ბედის ცდა ჩვენი მოსამზადებელი კურსების გავლის შემდეგ თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ გახვიდეთ ეროვნულ გამოცდებზე და ჩააბაროთ თქვენთვის სასურველ სხვა უმაღლეს სასწავლებელში. ეროვნულ გამოცდებზე არასაკმარისი ქულების მიღების შემდეგაც თქვენ ისევ გრჩებათ შანსი ჩააბაროთ ”ორი დიპლომის პროგრამაზე” ან მხოლოდ ”მასკის” სასწავლო პროგრამებზე, რადგან ჩვენთან საბუთები მიიღება ეროვნული გამოცდების შემდეგაც - სექტემბერის თვეში, ხოლო სწავლა იწყება ოქტომბერში.
შეღავათები: • სამივე კურსის გავლის შემთხვევაში, ”მასკი”-ში პირველი წლის საფასურს აკლდება 400 ლარი.
ჩვენთან მომზადების უპირატესობები: • თქვენ გარანტირებულად ხვდებით უმაღლეს სასწავლებელში • იღებთ ევროპული დონის განათლებას • ლექციებს ისმენთ გამოცდილი სპეციალისტებისაგან • სწავლობთ ქალაქის ცენტრში, კარგ სასწავლო პირობებში • იღებთ მსოფლიოში აღიარებულ ევროპულ დიპლომს • გექმნებათ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში წარმატებით დასაქმების პერსპექტივა
მისამართი: თბილისი, თაბუკაშვილის 3ა, ყოფილ კომლმეურნეობის მოედანთან ტელ: 93-89-49, 92-24-41; მობ: 899 70 20 44, ელ-ფოსტა: საიტი:www.maski.edu.ge ”ბსა”-ს საიტი: www.bsa.edu.lv