საერთაშორისო უნივერსიტეტი მასკი აცხადებს ღია კონკურსს ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის ფაკულტეტის დეკანის აკადემიურ თანამდებობაზე.
საჭირო კვალიფიკიაცია: • განათლება: დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; • პროფესიული გამოცდილება: მინიმუმ სამწლიანი პრაქტიკული საქმიანობის გამოცდილება;
• თანამედროვე სასწავლო ტექნოლოგიების ცოდნა; • უცხო ენები: სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; • კომპიუტერი: სასურველია საოფისე პროგრამების ცოდნა; • უნარები და შესაძლებლობები: ორგანიზაციული, ანალიტიკური და კომუნიკაციური შესაძლებლობების დემონსტრირება; • პირადი თვისებები: აქტიური, მობილიზებული, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე.
ძირითადი მოვალეობები: • ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებით ”მასკის” ადგილობრივი და საერთაშორისო საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების კოორდინაცია; • ”მასკის” პარტნიორ უმაღლეს სასწავლებელთან ”ბალტიის საერთაშორისო აკადემისთან” პროფესიული თანამშრომლობა; • ფაკულტეტზე სასწავლო პროცესის სრული ორგანიზაცია და მართვა; • სწავლების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა; • სასწავლო გეგმის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად დახვეწა; • მაღალი კვალიფიკაციის მქონე პედაგოგების მოძიება-მოზიდვა; • კვალიფიკაციის მიხედვით ლექციების წაკითხვა. დისციპლინის მკაცრი კონტროლი;
სამუშაო საათები: 10:00-დან 18:00-მდე ანაზღაურება: საათობრივი და საშტატო ანაზღაურება შეთანხმებით.
საჭირო დოკუმენტაცია: 2 ფოტოსურათი (3X4); პირადობის მოწმობის ასლი; სამოტივაციო წერილი; ავტობიოგრაფია (CV) (კონფერენციების, ტრენინგების, მიღებული ჯილდოებისა და მიღწეული წარმატებების ჩათვლით); გამოქვეყნებული შრომების სია და ასლები (წარმოადგინეთ მხოლოდ ბოლო ხუთი წლის მანძილზე გამოქვეყნებული შრომების ასლები); თქვენი ავტორობით, თანავატორობით ან რედაქტორობით გამოცემული წიგნების სია თითო ეგზემპლიართან ერთად (მიიღება წიგნის ქსეროასლებიც). იმ საგნების სილაბუსები, რომლებიც დღემდე წაგიკითხავთ ან მომზადებული გაქვთ.
გთხოვთ წარმოადგინთ ყველა დოკუმენტის ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსიები.
საბუთების მიიღება: 2009 წლის 5 ივლისიდან და 21აგვისტოს ჩათვლით, ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 11:00-დან 17:00 საათამდე.