|
”საერთაშორისო უნივერსიტეტი მასკი” საინტერესო სიახლეს სთავაზობს სკოლის მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს. თქვენ შეგიძლიათ ჩაირიცხოთ უნივერსიტეტის პროფესიულ სასწავლებელსა და საშუალო სკოლაში ერთდროულად და ისარგებლოთ მასკიში არსებული ყველა უპირატესობით.
ცხრაკლასდამთავრებულებს შეუძლიათ, საბუთები შეიტანონ მასკიში მოქმედ პროფესიულ სასწავლებელში, დაეუფლონ კონკრეტულ სპეციალობას და მიიღონ შესაბამისი სერთიფიკატი. სახელობო განათლების სერთიფიკატით კურსდამთავრებულებს უკვე შეეძლებათ დაიწყონ მუშაობა პროფესიით პროფესიული სასწავლებლის პარალელურად, თქვენ შეგიძლიათ, ჩაირიცხოთ უნივერსიტეტის სკოლაში, გაიაროთ აუცილებელი სასკოლო საგნები, მიიღოთ ატესტატი და სწავლა განაგრძოთ თქვენთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებელში. პროფესიული განათლების სპეციალობები:
ბუღალტერ-მოანგარიშე აღწერა: კურსდამთავრებულს შეეძლება ყველა პროფილის კომპანიაში ბუღალტრის ასისტენტის, მოლარის, მოანგარიშისა და აღმრიცხველის ფუნქციების შესრულება, პრაქტიკა: სწავლის პარალელურად სტუდენტები გაივლიან პრაქტიკას უნივერსიტეტის ბუღალტერიაში. იმუშევებენ ბუღალტრის ასისტენტებად. სწავლის ხანგრძლივობა: 1 წელი.
პერსონალური კომპიუტერის მომხმარებელ-ოპერატორი აღწერა: კუსრდამთავრებული შესაძლებელია დასაქმდეს ნებისმიერ ორგანიზა¬ციაში, სადაც გამოიყენება საინფორმაციო ტექნოლოგიები. სწავლა მიმდინარეობს უნივერსიტეტის კომპიუტერულ ცენტრში. სწავლის ხანგრძლივობა: I დონე – 1 წელი: II დონე – 2 წელი ვებ ტექნოლოგიები სასწავლო კურსი დაყოფილია ორ დონედ: აღწერა: I დონის კურსდამთვრებული იმუშევებს ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალობით, II დონის კურსდამთავრებულს დამატებით შეეძლება ვებ-გევრდების შექმნა, ვებ-დიზაინი, საიტის ადმინისტრირება. სწავლის ხანგრძლივობა: I დონე – 1 წელი: II დონე – 2 წელი
ტელე-ვიდეო მონტაჟი და ოპერატორი აღწერა: კურსი აერთიანებს ოპერატორისა და მემონტაჟის სპეციალობებს. სწავლება მიმდინარეობს უნივერსიტეტის ტელესტუდიაში, უახლესი აპარატურის გამოყენებით. სტუდენტები პროფესიონალურ დონეზე შეისწავლიან კამერასთან მუშაობასა და სამონტაჟო პროგრამებს, ხარისხიანი ვიდეომასალის გადაღებასა და ციფრულ მონტაჟს. სწავლის ხანგრძლივობა: 6 თვე
მედდა აღწერა: თქვენ გახდებით ზოგადი პროფილის მედდა, გეცოდნიბეათ სამედიცინო აპარატურის ექსპლუატაციის წესები, უსაფრთხოების პირობების დაცვა და პაციენტთა სამედიცინო დახმარება დადგენილი ნორმებით. პრაქტიკა: სწავლის პარალელურად სტუდენტები პრაქტიკას გაივლიან შესაბამისი პროფილის კლინიკებში. სწავლების ხანგრძლივობა: 18 თვე დასაქმება: წარჩინებით კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტი უზრუნველყოფს სამსახურით.
ფარმაცია აღწერა: პროგრამის მიზანია მოამზადოს ფარმაკოლოგი, რომელსაც ეცოდინება ყველა ის მანიპულაცია, რომელიც შესაძლებელია დასჭირდეს პაციენტის სამკურნალო-პროფილაქტიკურ პროცედურებს, საქართველოში რეგისტრირებული სამკურნალო საშუალებების ძირითადი ჯგუფების შემადგენლობები, მოქმედების მექანიზმები, ფარმაკოლოგიური თვისებები, ჩვენება-უკუჩვენება, მოხმარების წესები და სხვა. პრაქტიკა: სწავლის პარალელურად სტუდენტები პრაქტიკას გაივლიან შესაბამისი პროფილის კლინიკებში. სწავლების ხანგრძლივობა: 18 თვე დასაქმება: წარჩინებით კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტი უზრუნველყოფს სამსახურით.
ფართო პროფილის ოქრომჭედელი აღწერა: გვირგვინების, საყურეების, გულსაბნევების, კულონების დამზადება; ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი თვლების დამუშავება; თვლების ჩამაგრება; გრავირება; მინანქარი; სწავლის ხანგრძლივობა: 10 თვე თექა და გობელენი აღწერა: თქვენ დაეუფლებით თექის წარმოებისა და გობელენის მქსოველის პროფესიას. შეისწავლით თექისა და გობელენის მასალების დამუშავებას. თექისაგან სტანდარტული შარფის, მძივების, ქუდისა და ჩანთის დამზადებას. ნართის ღებვას, ხატვას, ფერწერასა და ფერმცოდნეობას. სწავლების ხანგრძლივობა: 12 თვე
გიდი აღწერა: კურსდამთვრებულს შეეძლება იმუშაოს გიდად კულტურულ-შემეცნებით, სალაშქრო, სათავგადასავლო და სხვა შინაარსის ტურებზე, საჭიროების შემთხვევაში - პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა. მეცადინეობები ჩატარადება უნივერსიტეტში, მუზეუმებსა და საველე პირობებში. პრაქტიკა: სწავლის პარალელურად, სტუდენტები პრაქტიკას გაივლიან უნივერსიტეტის ტურისტულ კომპანია ”მასკი-ტურთან” ერთად, მოეწყობა სხვადასხავა ხასიათის ტურები და ლაშქრობები. სწავლების ხანგრძლივობა: 1 წელი
”მასკის” სკოლაში და სახელობო სასწავლებელში სწავლის უპირატესობები: • სწავლების ინოვაციური მეთოდები • მაღალი კვალიფიკაციის მქონე პედაგოგთა გუნდი • კეთილმოწყობილი კლასები და უახლესი ტექნიკა • უცხო ენების გაძლიერებული შესწავლა • ”უნივერსიტეტ მასკიში” უგამოცდოდ ჩარიცხვა • სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ ”ბალტიის საერთაშორისო აკადემიაში” • ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადება უფასოდ
სხვა სკოლის მოსწავლეებს შეუძლიათ ჩაირიცხონ ”მასკის” აბიტურიენთა მომზადების ცენტრში და მაღალ დონეზე მოემზადონ შემდეგ საგნებში: 1. უცხო ენები 2. უნარ-ჩვევები 3. ქართული ენა და ლიტერატურა |