საერთაშორისო უნივერსიტეტი მასკი აცხადებს მიღებას მაგისტრატურაში:
ფაკულტეტები და სპეციალობები:
სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი: ა) საერთაშორისო ურთიერთობები და ევროპათმცოდნეობა ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობები (PR) გ) ჟურნალისტიკა (ტელე-რადიო გადაცემის ავტორი და წამყვანი)
ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის ფაკულტეტი: ა) ბიზნესის ადმინისტრირება ბ) ტურიზმი
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი: ა) უცხო ენები: ინგლისური, გერმანული,
პროგრამების აღწერა:
საერთაშორისო ურთიერთობები და ევროპათმცოდნეობა - ეს სამაგისტრო პროგრამა მოიცავს კლასიკურ საერთაშორისო ურთიერთობების კურსს. თუმცა საბაზისო კურსის პარალელურად სტუდენტები შეისწავლიან ევროპის (ევროკავშირის) პოლიტიკას, სამართალს, ეკონომიკასა და სოციალურ საკითხებს, გაეცნობიან ევროკავშირს, როგორც ევროპულ სახელმწიფოთა უნიკალურ გაერთიანებას, მის ისტორიას, დღევანდელ სტრუქტურას, მუშაობის სპეციფიკასა და სამომავლო პერსპექტივებს, ასევე ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობებს დღევანდელ ეტაპზე და ახლო მომავალში. სასწავლო კურსი მომზადებულულია ექსკლუზიურად ”ბალტიის საერთაშორისო აკადემიის” ევროპათმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამის მიხედვით. საზოგადოებასთან ურთიერთობა - პროგრამის მიზანია მოამზადოს ფართო პროფილის სპეციალისტი საზაოგადოებასთან ურთიერთობებში, თეორიულ და პრაქტიკულ დონეზე შეასწავლოს სტუდენტებს თანამედროვე პიარ-ტექნოლოგიები, იმიჯოლოგია, ფსიქოლოგია, საზოგადოებრივი ქცევის კულტურა, ბიზნეს ეთიკა, მარკეტინგული კვლევები და წარმატებული პიარ-მენეჯერისთვის აუცილებელი სხვა დისციპლინები. პროგრამის მრავალმხირივი შინაარსი კურსდამთავრებულებს საშუალებას მისცემს პროფესიული კარიერა სხვადასხვა მიმართულებით განაგრძო.
ჟურნალისტიკა - სამაგისტრო პროგრამა მოამზადებს პროფესიონალ ჟურნალისტებს როგორც პრესის ასევე ტელევიზიის განხი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ტელე-რადიო გადაცემის მომზადებისა და წაყვანის ტექნიკის შესწავლას. სააუდიტორია მეცადინეობის გარდა, სტუდენტები ყოველდღიურ პრაქტიკას გაივლიან უნივერსიტეტის ტელესტუდიაში. პროგრამა ითვალისწინებს საზოგადეობისთვის აქტუალურ სვხდასხვა სფეროში (ეკონომიკა, სამართალი, პოლიტიკა, კულტურა) დარგობრივი ჟურნალისტების მომზადებას.
ბიზნესის ადმინისტრირება - სასწავლო კურსი მომზადებულულია ”ბალტიის საერთაშორისო აკადემიასთან” თანამშრომლობი. პროგრამის მიზანია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი დონის მენეჯერების მომზადება. იგი მოიცავს არა მხოლოდ მენეჯმენტის სხვადასხვა მიმართულებას (ფირმის მენეჯმენტი, ფინანსური მენეჯმენტი, სტრატეგიული მენეჯმენტი, რისკების მენეჯმენტი, და სხვა., არამედ ისეთ დისციპლინებსაც, როგორებიც არის - პერსონალის მართვა, მართვის ფსიქოლოგია, საქმიანი ეთიკა, ბიზნეს სამართალი, რაც აუცილებელია ყველა მაღალი რანგის მენეჯერისთვის. კურსდამთავრებულებს შეეძლებათ წარმატებით დასაქმდნენ პროფესიით ან თავად შექმანან და მართონ საკუთარი ბიზნესი.
ტურიზმი - სამაგისტრო პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს დასაქმდეს მზარდ ტურისტულ ინდუსტრიაში ან თავად წარუძღვეს საკუთარ ტურისტულ ბიზნესს. სასწავლუ კურსში შედის ადგილობორივი და საერთაშორისო ტურიზმის სიღრმისეული შესწავლ, ტურიზმის მენეჯმენტი, პიარ ტექნოლოგიები ტურიზმში, ტურიზმის მარკეტინგი, სასტუმრო მომსახურების ორგანიზაცია და მართვა, ტურიზმის სამართლებრივი ასპექტები, ტურიზმის ეკონომიკა და სხვა. გარდა ამისა პროგრამა მოიცავს მრავალ ინტერდისციპლინარულ საგანს, რომლის ცოდნაც აუცილებელია არა მხოლოდ ტურზიმის არამედ ყველა სფეროს მენეჯერისთვის.
უცხო ენები - უცხო ენების სამაგისტრო პროგრამის მიზანია ინგლისური და გერმანული ენის მაღალი დონის სპეციალისტების მომზადება. აქ შედის გრამატიკისა და ლექსიკის სრულყოფა, სასაუბრო ენის დახვეწა თანამედროვე სახელმძღვანელოები, აუდიოჩანაწერებისა და კომპიუტერული პროგრამებისა გამოყენებით, მათ შორის - როლური თამაშებით. ენების საბაზისო კურსის გარდა, პროგრამა მოიცავს სხვადასხვა სპეციალობების (ეკონომიკა, სამართალი, პოლიტიკა) სფეციფიკური ტერმინოლოგიის შესწავლას. სპეციალური უცხო ენის ცოდნა კურსდამთვრებულებს დაეხმარებათ სხვადასხვა პროფილით დასაქმებაში.
წარჩინებულ მაგისტრანტებს უნივერსიტეტი დაეხმარება სტაჟირება გაიარონ სპეციალობით სხვადასხვა ორგანიზაციაშ, რაც მათი წარმატებით დასაქმების შანსებს მნიშვნელოვნად გაზრდის.
უნივერსიტეტში ჩარიცხვა ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე
საბუთები ჩამონათვალი: • დიპლომისა და დიპლომის დანართის ასლები; • პირადობის მოწმობის ასლი; • 4 ფოტოსურათი; • განცახდება (ივსება ადგილზე, ან გამოაგზავნეთ შევსებული ელექტრონული ფორმა)
საბუთების წარმოდგენის შემდეგ აპლიკანტები გაივლიან: • ტესტს უცხო ენაში (ინგლისურ, რუსული ან გერმანული), უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატის მფლობელები თავისუფლდებიან ტესტირებიდან.
სწავლების ღირებულება: ერთი სემესტრის სწავლების ღირებულება შეადგენს 1200 ლარს.
სწავლების ხანგრძლივობა: 2 წელი
განცხადებები მიიღება ყოველდღე 11-დან 17 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა.
დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ ნომრებზე, ან მოგვწეროთ.