მთავარი
მიღება
ჩვენს შესახებ
სტრუქტურა
ფაკულტეტები
სკოლა და პროფესიული
მომზადების ცენტრი
ბათუმის ფილიალი
ქუთაისის ფილიალი
თელავის ფილიალი
სტაჟირება-დასაქმება
ტრეინინგები
ფოტო გალერეა
ფორუმი

 სექტემბერი 2010 
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930     
მომხმარებელი

პაროლი

დაიმახსორე
პაროლის აღდგენა
რეგისტრაცია

       FOCUS Ltd © 2007
logo
  მთავარი arrow ჩვენს შესახებ

 ბალტიის საერთაშორისო აკადემია

       Logo2

 ფსიქოლოგიის უმაღლესი სკოლა

      logo2 

 

 
 lib.fw


ჩვენს შესახებ PDF Print E-mail

ისტორია
მიზანი
სწავლების პრიორიტეტები
"მასკის" სტუდენტების განკარგულებაშია:
 

shenoba 

ისტორია:

მასმედიისა და საზოგადოებრივი კომუნიკაციების ინსტიტუტი "მასკი" 2002 წელს დაარსდა. 2009 წკიდან გადაერქვა სახწელი და დღეს ეწოდება ”საერთაშორისო უნივერსიტეტი მასკი”.  თავდაპირველად ინსტიტუტში უმთავრესი მიმართულებები იყო ჟურნალისტიკა (პრესა, ტელე-რადიო ჟურნალისტიკა, ინტერნეტ ჟურნალისტიკა) და სარეჟისორო ხელოვნება (თეატრი, ტელევიზია, კინო).

მომდევნო წლებში ინსტიტუტში დაინერგა და განვითარდა ახალი სპეციალობები: საზოგადოებრივი ურთიერთობები (PR), სამართალმცოდნეობა, ეკონომიკური ურთიერთობები. ამის პარალელურად, რექტორის გადაწყვეტილებით, მოხდა ახალი და ძველი სპეციალობების ერთმანეთთან შერწყმაც, რაც მრავალდარგოვანი სპეციალისტების გამოშვების საშუალებას იძლეოდა. შეიქმნა ახალი მიმართულებები: ჟურნალისტიკა და PR, ჟურნალისტიკა და სამართალმცოდნეობა, ჟურნალისტიკა და ეკონომიკური ურთიერთობები. ამგვარი სპეციალიზაცია სტუდენტებს საშუალებას აძლევდა ჟურნალისტიკის პარალელურად დაუფლებოდნენ დამატებით სპეციალობას და შემდგომში, როგორც ჟურნალისტებს არჩეული მეორე სპეციალობის განხრით ემუშავათ. მაგალითად, მათ შეეძლოთ ყოფილიყვნენ ჟურნალისტები ეკონომიკურ ან სამართლის საკითხებში.   

ახალი ფაკულტეტებისა და სპეცილოაბების დამატება მომდევნო წლებშის მანძილზეც გრძელდებოდა. 2006-2007 წელს ახლი თუ ძველი სპეციალობები ექვს ფაკულტეტში გაერთიანდა:

  1. საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
  2. ხელოვნების ფაკულტეტი;
  3. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
  4. სამართლის ფაკულტეტი;
  5. ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის ფაკულტეტი;
  6. ინფორმატიკის ფაკულტეტი.

დღეს ინსტიტუტში სწავლება მიმდინარეობს 6 ფაკულტეტის 22 სპეციალობაზე. გათვალისწინებულია შემდგომი გაფართოებაც.

მიზანი

  • კონკურენტუნარიანი, ფართო ინტელექტისა და მაღალი პროფესიონალიზმის მქონე სპეციალისტების მომზადება.
  • სტუდენტებისთვის პრაქტიკული საქმიანობისათვის საჭირო უნარ–ჩვევების ჩამოყალიბება

სწავლების პრიორიტეტები:

  •  თეორიისა და პრაქტიკის სინთეზი
  •  ბიზნესხედვის განვითარება
  •  დასაქმებისა და თვითდასაქმების პერსპექტივა

"მასკის" სტუდენტების განკარგულებაშია:

  • კეთილმოწყობილი, ახლადგარემონტებული, თანამედროვე ინვენტარით მოწყობილი, შენობა ქალაქის ცენტრში;
  • კომფორტული სამკითხველო დარბაზები და მდიდარი ბიბლიოთეკა (ელექტრონული რესურსებით, უნიკალური თანამედროვე და კლასიკური წიგნებით ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე).
  • უახლესი კომპიუტერებით აღჭურვილი კომპიუტერული კლასები, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ ისრაგებლონ ინტერნეტით, გაეცნონ "მასკის" ელექტრონულ ბიბლიოთეკას, შეისწავლონ საოფისე და გრაფიკული პროგრამები, გააკეთონ და "მასკის" საიტზე განათავსონ საკუთარი ვებ-გვერდები, მოამზადონ და გამოსცენ "მასკის" საინფორმაციო ინტერნეტ-ბიულეტენი;
  • "მასკი"–ს სატელევიზიო სტუდია, რომელიც აღჭურვილია უახლესი ციფრული ვიდეოგადამღები და ვიდეოსამონტაჟო აპარატურით. სტუდიის ბაზაზე სტუდენტები პირველი კურსიდანვე ამზადებენ სიუჟეტებს, სატელევიზიო გადაცემებს, სტუდენტურ ფიმებს, საკურსო ნამუშევრებს.
  • "მასკი"–ს სტუდენტური თეატრი.

"მასკი"-ში ლექციებს კითხულობენ გამოჩენილი პროფესორები, მაღალი დონის ექსპერტ-სპეცილისტები, მათ შორის: სანდრო ვახტანგოვი, გოგი ქავთარაძე, მერაბ კოკოჩაშვილი, ნინელი ჭანკვეტაძე, გია აბესალაშვილი, ალექსანდრე ჩიკვაიძე, ნუგზარ დუჩიძე, მარიამ ცაცანაშვილი, გივი ბოლოთაშვილი, ედიშერ ჭელიძე, რეზო სირაძე, გრივერ ფარულავა, კოტე აბულაძე, რეზო ბალანჩივაძე, ნიკა კვარაცხელია, თამაზ ებანოიძე და სხვები.

20:20