,,მასკისა’’ და ,,ბალტიიის საერთაშორისო აკადემიის’’ ერთობლვი პროგრამები
2008 წელს ,,მასკიმ’’ თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა ლატვიურ უნივერსიტეტთან „ბალტიის საერთაშორისო აკადემიასთან“ (ბსა).
მოკლე ინფორმაცია:
,,ბალტიის საერთაშორისო აკადემია'' - ”ბსა” (დაარსებული 1992 წელს) წარმოადგენს ბალტიისა და ჩრდილოეთ ევროპის სახელმწიფოებს შორის ერთ-ერთ უმსხვილეს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას. მდებარეობს რიგაში და აქვს ფილიალები ლატვიის 7 ქალაქში. ამჟამად აკადემიაში სწავლობს 9000-მდე სტუდენტი, მათ შორის 500-ზე მეტი - მსოფლიოს 20 ქვეყნიდან. უცხოელ სტუდენტებს შორის მეორე ადგილზეა საქართველოდან წასული კონტიგენტი (80-მდე სტუდენტი). აკადემია ფლობს როგორც ლატვიის განათლების სამინისტროს მიერ მინიჭებულ აკრედიტაციას, ასევე საერთაშორისო აკრედიტაციას. სწავლება მიმდინარეობს სამ ენაზე: ლატვიურად, რუსულად და ინგლისურად. სპეციალობები: ევროპათმცოდნეობა, საზოგადოებასთან ურთიერთობები, ფინანსების მენეჯმენტი, ბიზნესის მართვა (ბიზნესის ადმინისტრირიბა, მენეჯმენტი, საერთაშორისო მენეჯმენტი, მარკეტინგი), სამართალმცოდნეობა და სხვა.ბსა–ს ბაზაზე ფუნქციონირებს დიზაინის უმაღლესი სკოლა. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ აკადემიის საიტს: www.bsa.edu.lv
ორი დიპლომის პროგრამა: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა თანამშრომლობის ფარგლებში, მიმდინარე წლიდან დაიწყო ,,ბალტიის საერთაშორისო აკადემიის’’ სასწავლო პროგრამების განხორციელება საქართველოში, ”მასკის” ბაზაზე, შემდგომი მიმართულებებით: საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები: • ბიზნესის ადმინისტრირება (MBA) • პიარი და მარკეტინგი • ევროპათმცოდნეობა • სამართალამცოდნეობა • ფსიქოლოგია
რას ნიშნავს ორი დიპლომის პროგრამა? აპლიკანტი ირჩევს ზემოთ დასახელებული სპეციალობებიდან ერთს, აბარებს ”მასკის” ბაკალავრიატში ან მაგისტრატურაში და ხდება ”მასკის” დასწრებული და ”ბალტიის საერთაშორისო აკადემიის” დისტანციური სწავლების სტუდენტი. კონტრაქტი ფორმდება ცალ-ცალკე ორივე სასწავლებელთან.
”ორი დიპლომის პროგრამა” წარმოადგენს ადგილობრივი და დისტანციური სწავლების ნაზავს. აქ გაერთიანებულია ”ბსა”-სა და ”მასკის” სასწავლო პროგრამები. ”მასკის” სასწავლო პროგრამაში შემავალ საგნებს კითხულობენ ქართველი ლექტორები ქართულ ენაზე, ”ბალტიის საერთაშორისო აკადემიის” პროგრამით გათვალისწინებულ საგნებს ხელმძღვანელობენ ”ბსა”-ს ლექტორები (რუსულ ან ინგლისურ ენებზე). სტუდენტები ინტერნეტის საშუალებით ლატვიიდან მიიღებენ სასწავლო მასალას და იქაურ პედაგოგებთან გაივლიან კონსულტაციებს. გარდა ამისა, აღნიშნული პედაგოგები სემესტრის განმავლობაში ჩამოვლენ საქართველოში და ადგილზე გამართავენ მეცადინეობებსა და სესიებს.
სწავლების ხანგრძლივობა:
1. ბაკალავრიატი - 4 წელი (8 სემესტრი), 2. მაგისტარტურა - 2 ან 1,5 წელი (3-4 სემესტრი) სპეციალობების მიხედვით.
სწავლის დასრულების შემდეგ გაიცემა ორი დიპლომი: 1. ქართული დიპლომი (”მასკი”), 2. საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ევროპული დიპლომი (”ბალტიის საერთაშორისო აკადემია”).
აბიტურიენტს შეუძლია სწავლა დაიწყოს თბილისში და წლის დაუკარგავად შესაბამის კურსზე გადავიდეს ლატვიაში.
ლატვიაში სწავლების პროგრამა რუსული ენისა და უნარ-ჩვევების ტესტის საფუძელზე აბიტურიენტი ირიცხება ”ბალტიის საერთაშორისო აკადემიაში” და სასწავლად მიემგზვარება რიგაში დასწრებულ ან დაუსწრებელ (დისტანციური სწავლების) სექტორზე. დასწრებული სექტორის სტუდენტები ცხოვრობენ და სწავლობენ ლატვიაში, დაუსწრებელი სექტორის სტუდენტები მხოლოდ 2-2 კვირით წელიწადში ორჯერ ჩადიან რიგაში სასწავლო წლის დასაწყისში და ბოლოს, სწავლების ენებია - რუსული, ზოგიერთ სპეციალობაზე ინგლისური ან ორივე ერთად.
”ბალტიის საერთაშორისო აკადემია” ლატვიაში წამსვლელებს უზრუნველყოფს შენგენის ვიზით, რაც გულისხმობს შენგენის ქვეყნებში თავისუფლად გადაადგილების უფლებას, ანიჭებს ლატვიაში ცხოვრებისა და დამატებით - მუშაობის უფლებას, გარდა ამისა გამოუყოფს ადგილს აკადემიის სასტუმროს ტიპის საერთო საცხოვრებელში.
”მასკი” აბიტურიენტებს თბილისში გაატარებს ტესტირებას და შედეგებს გააგზავნის რიგაში. ამის შემდეგ კი ეხმარება მათ ლატვიაში გამგზავრებასთან დაკავშირებულ ყველა საორგანიზაციო საკითხის მოგვარებაში : საჭირო საბუთების შეგროვება და ლატვიაში გაგზავნა, ვიზიტი კონსულთან და ვიზის აღება, რიგაში გაფრენა.
უნიკალური შანსი სხვა სასწავლებლის სტუდენტებისათვის „ორი დიპლომის პროგრამასა“ და „ლატვიაში სწავლების პროგრამაში“ მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სხვა სასწავლებლის ყველა კურსის სტუდენტებს ისე, რომ არ დაეკარგოთ წელი. მეორე, მესამე და მეოთხე კურსელებს ან მაგისტრანტებს, ვისაც სურთ სწავლა გააგრძელონ თბილისში დისტანციური სწავლების მეთოდით ან გაემგზავრონ ლატვიაში უნდა წარმოადგინონ გავლილი საგნების ჩამონათვალი. მოხდება ამ საგნების შედარება მასკისა და ბსა–ს სასწავლო პროგრამებთან. საქართველოში ჩაბარებული საგნები, რომლებიც დაემთხევა ბალტიისა და მასკის საგნებს ჩაითვლება როგორც გავლილი. ამდენად, სტუდენტს ჩაეთვლება უკვე აღებული კრედიტები და მოუწევს მხოლოდ განსხვავებულ და დარჩენილ საგნების მოსმენა.
მიმდინარეობს მუშაობა ორ ქვეყანას შორის მედია-ხიდის გაკეთებაზე. ეს ნიშნავს, რომ სტუდენტები ”მასკიში” საგანგებოდ დამონტაჟებული ეკრანის საშუალებით პირდაპირ რეჟიმში უყურებენ და უსმენენ რიგიდან გადმოცემულ ლექციებს, სვამენ კითხვებს და იღებენ პასუხებს.
რატომ ბალტიის საერთაშორისო აკადემიის პროგრამები? • 15 წლიანი გამოცდილება საგანმანათლებლო სფეროში • ევროპული დონის განათლება • მისაღები ფასები • მსოფლიოში აღიარებული ევროპული დიპლომი • წარმატებით დასაქმების პერსპექტივა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში
საბუთები მიიღება ყოველდღე (შაბათ-კვირის გარდა): 1. ”ორი დიპლომის პროგრამაზე” 25 სექტემბრის ჩათლით. 2. ”ლატვიაში სწავლების პროგრამაზე” 1 აგვისტომდე.
მისამართი: თბილისი, თაბუკაშვილის 3ა, ყოფილ კომლმეურნეობის მოედანთან ტელ: 93-89-49; მობ: 899 70 20 44, ელ-ფოსტა:
საიტი: www.maski.edu.ge
ბალტიის საერთაშორისო აკადემიის ვებ-საიტი: www.bsa.edu.lv