”ბალტიის საერთაშორისო აკადემიის” სამაგისტრო პროგრამები
• ბიზნესის ადმინისტრირება • ევროპათმცოდნეობა
სასწავლებლის შესახებ: ”ბალტიის საერთაშორისო აკადემია” - ”ბსა” (დაარსებული 1992 წელს) წარმოადგენს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებს შორის ერთ-ერთ უმსხვილეს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას. მდებარეობს რიგაში და აქვს ფილიალები ლატვიის 7 ქალაქში. ამჟამად აკადემიაში სწავლობს 9000-მდე სტუდენტი, მათ შორის - 100-ზე მეტი ქართველი. აკადემია ფლობს როგორც ლატვიურ, ასევე ევროპულ და საერთაშორისო აკრედიტაციას. ლატვიურ უმაღლეს სასწავლებლებს შორის, ”ბსა” რეიტინგით მეორე ადგილზეა. აკადემიაში მოქმედებს გაცვლითი პროგრამები სხვა ევროპულ სასწავლებლებთან.
სასწავლო პროგრამების აღწერა:
ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის მიზანია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი დონის მენეჯერების მომზადება ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრებისთვის. პროგრამა მოიცავს არა მხოლოდ მენეჯმენტის სხვადასხვა მიმართულებას: ფირმის მენეჯმენტი, ფინანსური მენეჯმენტი, სტრატეგიული მენეჯმენტი, რისკების მენეჯმენტი, საერთაშორისო მარკეტინგი, პროექტების მართვა, პერსონალის მართვა და სხვა.) არამედ ისეთ დისციპლინებსაც, როგორებიც არის - მართვის ფსიქოლოგია, საქმიანი ეთიკა, სამეცნიერო კვლევების მეთოდოლოგია და ბიზნეს სამართალი, რაც აუცილებელია ყველა მაღალი რანგის მენეჯერისთვის. კურსდამთავრებულებს შეეძლებათ წარმატებით დასაქმდნენ პროფესიით ან თავად შექმნან და მართონ საკუთარი ბიზნესი. სწავლების ხანგრძლივობა: 3 სემესტრი სწავლების საფასური: 1100 ევრო სემესტრი
ევროპათმცოდნეობის პროგრამის მიზანია ევროინტეგრაციის საკითხებში კვალიფიციური სპეციალისტების მომზადება. სტუდeნეტები შეისწავლიან ევროკავშირის პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებებს, ევროპის ეკონომიკასა და სოციალურ პოლიტიკას, ევროპულ სამართალს, გაეცნობიან ევროკავშირს ისტორიას, დღევანდელ სტრუქტურას, მუშაობის სპეციფიკასა და სამომავლო პერსპექტივებს. გარდა ამისა გაანალიზებენ ევროკავშირის როლსა და ადგილს თანამედროვე გლობალურ სამყაროში. ევროპათმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამა განსაკუთრებით საინტერესოა ქართველი სტუდენტებისთვის, რადგან ლატვიამ უახლეოს წარსულში ევროკავშირში ინტეგრაციის ის გზა განვლო, რომელსაც დღეს საქართველო ადგას. ამდენად, თეორიული ცოდნის გარდა, ლატვიაში სწავლით ფასდაუდებელ პრაქტიკულ გამოცდილებას შეიძენთ, რაც მნიშვნელოვნად აამაღლებს თქვენს კონკურენტუნარიანობას დასაქმების დროს. სწავლების ხანგრძლივობა: 4 სემესტრი სწავლების საფასური: 1000 ევრო სემესტრი
სწავლების ადგილი: ლატვია, ქ. რიგა სწავლების ენა: რუსული, ინგლისური (არჩევით) სწავლების ფორმა: დასწრებული, დაუსწრებელი, დისტანციური (არჩევით) სწავლის დასაწყისი: სექტემბერი
”ბალტიის საერთაშორისო აკადემია” ლატვიაში წამსვლელებს უზრუნველყოფს შენგენის ვიზით, ანიჭებს ლატვიაში ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას, გარდა ამისა გამოუყოფს ადგილს აკადემიის სასტუმროს ტიპის საერთო საცხოვრებელში.
მიღება: საქართველოდან გაგზავნილი სტუდენტები თავისუფლდებიან ყველა ადგილობრივი გამოცდისგან. აკადემიაში ჩარიცხვა ხდება მხოლოდ უცხო ენის ტესტის საფუძველზე (რუსული, ინგლისური). ტესტირება ტარდება აკადემიის საქართველოს წარმომადგენლობაში.
განაცხადები მიიღება ყოველდღე 11-დან 17 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა.
მისამართი: თბილისი. თაბუკაშვილის 3ა, (ყოფილ ”კოლმეურნეობის მოედანთან”) საერთაშორისო უნივერსიტეტი მასკის შენობა მეორე სართული, ოთახი #5. ტელ: 93-89-49; 92-24-41; მობ: 899 70 20 44: E-mail:
Web-Site: www.maski.edu.ge, www.bsa.edu.lv