აღსანიშნავია, რომ მთელი კახეთის მოსახლეობას უკვე თავიანთ რეგიონში შეუძლიათ ჩაირიცხონ ”საერთაშორისო უნივერსიტეტ მასკიში” და მიიღონ ხარისხიანი უმაღლესი განათლება.
ფილიალში სიახლეა - უნივერსიტეტში მოქმედ ფაკულტეტებსა და სპეციალობებს თელავში დაემატა აგრარული ფაკულტეტი, რომელიც ამ ეტაპზე სამ სპეციალობას მოიცავს. სულ მიღება წარმოებს 4 ფაკულტეტის 10 სპეციალობაზე. ესენია:
1. ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის ფაკულტეტი • საბანკო საქმე; • ბიზნესის ადმინისტრირება; • ტურიზმი 2. აგრარული ფაკულტეტი • სატყეო მეურნეობა • ღვინის ტექნოლოგია • აგროეკოლოგია (სურსათის უვნებლობა და ხარისხის კონტროლი) 3. ფილოლოგიის ფაკულტეტი • ქართული ენა და ლიტერატურა • ინგლისური ენა და ლიტერატურა • გერმანული ენა და ლიტერატურა 4. იურიდიული ფაკულტეტი • სამართალმცოდნეობა
უნივერსიტეტში ლექციებსა და პრაქტიკულ მეცადინეობებს ატარებენ მაღალი დონის ადგილობრივი და მოწვეული პროფესორები, ახალგაზრდა სპეციალისტები, სხვადასხვა დარგის ექსპერტები.
სწავლების პარალელურად სტუდენტები პრაქტიკას გაივლიან სპეციალობის შესაბამისად სხვადასხვა ორგანიზაციებში.
თელავის ფილიალის სტუდენტებს, სურვილის შემთხვევაში, შეეძლებათ სწავლის გაგრძელება თბილისში შესაბამის კურსზე.
სწავლის დაწყებისთანავე სტუდენტები ჩართული იქნებიან კულტურულ-სამეცნიერო და სპორტულ ღონისძიებებში. ისრაგებლებენ უნივერსიტეტის კომპიუტერული კლასითა და ბიბლიოთეკით.
კურსდამთავრებულები მიიღებენ ლიცენზირებული უმაღლესი სასწავლებლის დიპლომს, რომლითაც დასაქმდებიან ყველა კერძო, არასაბიუჯეტო, საზოგადოებრივ და არასამთავრობო ორგანიზაციაში.
ჩვენი კურსდამთავრებულები უგამოცდოდ ჩაირიცხებიან ”მასკის” მაგისტრატურაში.
თელავის ფილიალის სასწავლო პროგრამები შედგენილია ”საერთაშორისო უნივერსიტეტ მასკისა” და ჩვენი ლატვიელი პარტნიორის ”ბალტიის საერთაშორისო აკადემიის” სასწავლო პროგრამების მიხედვით.
თელავის ფილილის სტუდენტებს, უნივერსიტეტის ყველა სტუდენტის მსგავსად, შეუძლიათ ჩაერთონ ”ბალტიის საერთაშორისო აკადემიასთან” ერთად მოქმედ ”მასკის” საერთაშორისო საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებში: ლატვიაში სწავლების პროგრამა ”ორი დიპლომის პროგრამა” თბილისში
აბიტურიენტები თელავის ფილიალში ჩაირიცხებიან გასაუბრების წესით საბუთები მიიღება 25 სექტემბრის ჩათვლით
საბუთები მიიღება შემდეგ მისამართზე: ი. ჭავჭავაძის ქ. №98, 2-ე სართული, ოთახი №10 ტელ: 899 15-86-54, 899 24-39-10, 899 36-68-69 E-mail: